საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მეწყერული პროცესების განვითარების გამო ნოქალაქევი-ლეძაძამე-დიდი ჭყონის საავტომობილო გზაზის მე-11კილომეტრზე ჩაიწია გზის სავალი ვაწილი, რის გამოც ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება სენაკი-ნოქალაქევი-ბანძა-ხონის, აბაშა-მარტვილის და მარტვილი-ტალერი ჩხოროწყუს საავტომობილო გზების გავლით.
ადგილზე მობილიზებული არიან საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურები, საავტომობილო მოძრაობა აღნიშნულ გზაზე მოკლე ხანებში აღდგება.