დეფაქტო აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ვიაჩესლავ ჩიკირბა აცხადებს, რომ არსებულ პირობებში პოსტზე დარჩენა აღარ შეუძლია და იმედს გამოთქვამს, რომ მისი გადადგომის შემდეგ აფხაზეთის საგარეო კურსი უცვლელი დარჩება. ამ ინფორმაციას აფხაზეთის დეფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის პრეს-სამსახური ავრცელებს.
ჩიკირბას უსიამოვნებები მას შემდეგ შეექმნა, რაც დნესტრისპირეთის დეფაქტო რესპუბლიკის ე.წ. დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობაზე უარი თქვა. დეფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ეს იმით ახსნა, რომ მოლდოვიდან დეპორტაციის შემთხვევაში მას ევროპაში შესვლის პრობლემა შეექმნებოდა.