"ალიანსი საქართველოსთვის" წარმომადგენელი დავით საგანელიძე აცხადებს, რომ ვაკეში არჩევნები პირადად თვითონაც მოიგო და ირაკლი ალასანიამაც. ამის შესახებ განცხადება საგანელიძემ დღეს "ალიანსის" საარჩევნო შტაბში ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
როგორც მან აღნიშნა, იგი არ ენდობა ეგზიტპოლების შედეგებს და აცხადებს, რომ ამისთვის რეალური საფუძველი აქვს.
"მე შემიძლია გითხრათ, წყნეთში როგორ ტარდებოდა ეგზიტპოლები:Nნაციონალური მოძრაობის აქტივისტებს ალყაში ჰყავდათ მოქცეული ის ადამიანები, ვინც ამომრჩევლებს ანეკეტებს ავსებინებდნენ და პირადად მიუთითებდნენ, ვინ გამოეკითხათ და ვინ არა. ეს იმას ნიშნავს, რომ ეგზიტპოლები ნაციონალური მოძრაობის დაკვეთით გაკეთდა. შედეგიც ისეთია, როგორც მათ აძლევთ ხელს და მას რეალობასთან არაფერი აქვს საერთო", _ აცხადებს საგანელიძე და დასძენს, რომ მის ნათქვამს დაადასტურებს საარჩევნო კომისიების მიერ ხმების დათვლის შედეგები.
თუმცა საგანელიძე აღნიშნავს იმასაც, რომ პოლიტიკურმა ძალებმა მაქსიმალურად უნდა იაქტიურონ და ყურადღება გამოიჩინონ, რათა ხმების დათვლა მოხდეს რეალურად და ხმის დათვლის პროცესი არ გაყალბდეს.