ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერ ჯული გიორგაძის განცხადებით, არჩევნების პირველ დღეს საჩივრები საუბნო და საოლქო კომისიის დონეზე განიხილება, შემდეგ კი - სასამართლოში.
"თუ რომელიმე საარჩევნო სუბიექტი ან დამკვირვებელი ორგანიზაცია საჩივრის დაწერას აპირებს, ეს საუბნო ან საოლქო კომისიაში უნდა გააკეთოს. ჩვენთვის საჩივრების სავარაუდო ხასიათი ცნობილია და კმაყოფილებას გამოვთქვამთ, რომ არჩევნებმა მშვიდად და განსაკუთრებული ექსცესების გარეშე ჩაირა", - განაცხადა გიორგაძემ.
მან ჟურნალიტებს 2006 წლის თვითმმართველობის არჩევნების სტატისტიკაც გაცნო და აღნიშნა, რომ წინა ადგილობრივ არჩევნებზე 3 198 993 ამომრჩევლიდან კენჭისყრაში მონაწილეობა 1 545 317-მა ადამიანმა მიიღო, რაც ამოამრჩევლის 48.3%-ია.
შეგახსნებთ, რომ წელს არჩევნებში მთელი საქართველოს მასშტაბით 3 544 770 ამომრჩევლიდან 1 808 556-მა მიიღო მონაწილება, რაც საერთო მონაცების 51%-ს შეადგენს, თუმცა აღნიშნული მონაცემები შესაძლოა მცირედით კიდევ შეიცვალოს.