"საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველომ~ წინასწარ პატიმრობაში მყოფ პირთა მიერ ხმის მიცემის პროცესის მონიტორინგი განახორციელა. მონიტორინგის შედეგების მიხედვით, ხმის მიცემის პროცესში `საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველომ~ ამ დროისთვის პროცედურული დარღვევები დააფიქსირა. მათი ინფორმაციით, ხელვაჩაურის მესამე საპყრობილეში უბანზე გამოკრული არ იყო ხმის მიცემის ინსტრუქცია. `საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველოს~ დამკვირვებლის მიერ საჩივრის დაწერის შემდეგ, ეს დოკუმენტაცია უბანზე გამოიკრა;
მათივე ინფორმაციით, ზუგდიდის მეოთხე საპყრობილეში 62 წინასწარ პატიმრობაში მყოფი პირია რეგისტრირებული. "საუბნო კომისიამ, რომელზეც ეს საპყრობილეა მიმაგრებული, მათი სიები პირადი ნომრების გარეშე მიიღო საოლქო საარჩევნო კომისიიდან. მართალია, ვერც ერთმა წინასწარ პატიმრობაში მყოფმა პირმა შესძლო არჩევნებში მონაწილეობა პირადობის მოწმობის არ ქონის გამო, თუმცა მათ რომც ჰქონოდათ პირადობის მოწმობები, პირადი ნომრის გარეშე მათი იდენტიფიცრება ვერ მოხდებოდა", _ აღნიშნულია "საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველო~ მიერ გამოქვეყნებულ მონიტორინგის შედეგებში.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველო~ დაკვირვების შედეგად, გამოყოფს რამდენიმე პრობლემას _ წინასწარ პატიმრობაში მყოფ პირებს პრაქტიკულად არ მიეცათ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა და ამრიგად თავიანთი კონსტიტუციური უფლება შეეზღუდათ.
ასევე, სასჯელაღსრულების დაწესებულებების თანამშრომლებს შეუზღუდავად ჰქონდათ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის უფლება, მიუხედავად იმისა, იყვნენ თუ არა ისინი რეგისტრირებული მოცემულ საარჩევნო ოლქებში. "ამრიგად, ისეთმა ამომრჩევლებმა მიიღეს რიგი ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოს დაკომპლექტებაში მონაწილეობა, რომლებიც სხვა ოლქებში არიან რეგისტრირებული", _ აღნიშნულია მონიტორინგის შედეგებში.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველო~ მონიტორინგის შედეგებში ასევე აღნიშნავს, რომ გაუგებარია, თუ რა საჭიროებას წარმოადგენს სასჯელაღსრულების დაწესებულების ყველა თანამშრომლისათვის ხმის მიცემის ორგანიზება სამუშაო ადგილზე და არა საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციის მიხედვით, როგორც ეს სხვა მოქალაქეებთან მიმართებაში ხდება.
"სპეციალური უბნების შედეგები, როგორც წესი, სახელისუფლებო პაარტიისათვის გაცილებით უკეთესია, ვიდრე ჩვეულებრივი უბნების შედეგები. მაგალითისთვის, 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნეში წინასწარი დაკავების ადგილებში მიხეილ სააკაშვილმა ჯამში ხმების 92.2% მიიღო. დღეს არსებული კანონმდებლობით აღნიშნული უბნების შედეგების ცალკე ნახვა შეუძლებელი იქნება _ მათი შედეგები წინასწარ განსაზღვრულ სხვა საარჩევნო უბნის შედეგებს შეერევა და ერთად დაითვლება. აღნიშვნის ღირსია ისიც, რომ ასეთ დახურულ უბნებში ამომრჩეველთა მარკირებაც არ ხორციელდება, ვინაიდან კანონი ამის ვალდებულებას არ აწესებს", _ ნათქვამია "საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველოს~ მიერ გამოქვეყნებულ მონიტორინგის შედეგებში.