ცენტრალურ საარჩევნო კომისაში პირველი ოქმი ხარაგულის მე-3 საარჩვენო უბნიდან შემოვიდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ცესკოს თავმჯდომარემ ზურაბ ხარატიშვილმა განუცხადა.
"პირველ ოქმი ხარაგაულის მე-3 საარჩევნო უბნიდან შემოვიდა. აღსანიშნავია, რომ არჩევნებმა მშვიდ გარემოში ჩაიარა და ბიულეტინების დათვალც ასევე მშვიდად მიდის. იმედი მაქვს ასევე გარძელდება", - აღნიშნა ხარატიშვილმა.
შეგახსნებთ, რომ თვითმართველობის არჩევნებში მთელი საქართველოს მასშტაბით 3 544 770 ამომრჩველიდან 1 808 556 ადამიანმა მიიღო კენჭისყრაში მონაწილება, რაც საერთო მონაცების 51%-ს შეადგენს, თუმცა აღნიშნული მონაცემები შესაძლოა მცირედ კიდევ შეიცვალოს.