არასამთავრობო ორგანიზაციამ "სამოქალაქო მონიტორინგი" ეგზიტპოლების პირველადი შედეგები გამოაქვეყნა, რომელიც მნიშვნელოვნად განსხვავდება უკვე გამოქვეყნებული ეგზიტპოლების შედეგებისგან.
"სამოქალაქო მონიტორინგის" ეგზიტპოლების თანახმად, ირაკლი ალასანია ლიდერობს (37.6%), მეორე ადგილზეა გიგი უგულავა (32.58%). სხვა კანდიდატებს შორის კი შედეგები შემდეგი სახითაა განაწილებული: გოგი თოფაძე - 3.2%, ზვიად ძიძიგური - 12.9%, გია ჭანტურია - 12.1%, გიორგი ლაღიძე - 0.001%, თამაზ ვაშაძე - 1.3% და ნიკა ივანიშვილი - 0.31.
რაც შეეხება პროპორციულ არჩევნებს, შედეგები ასე გამოიყურება: ნაციონალური მოძრაობა _ 38.6%, "ალიანსი" _ 33.41%, "ეროვნული საბჭო" - 10.6% და ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა - 10.48%, "თოფაძე-მრეწველები" - 7.99%.
ეგზიტპოლების შედეგები თბილისის მასშტაბით 100 უბანზე 14 300 ადამიანის გამოიკითხვის შედეგებზე დაყდნობით გამოქვეყნდა.