"ქრისტიან-დემოკრატების მერობის კანდიდატი გია ჭანტურია მმართველის პარტიის მერობის კანდიდატის გიგი უგულავას შეთავაზებას ირებს და მზად არის თანამშრომლობისათვის.
საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში საუბრისას გია წანტურიამ გიგი უგულავას ეგზიტპოლების შედეგებზე დაყრდნობით გამარჯვება მიულოცა და მზადყოფნა გამოთქვა თანამშრომლობისთვის.
"ამის შესახებ მე ადრეც განვაცხადე, რომ ვინც არ უნდა იყოს არჩეული მზად ვარ ჩემი გამოცდილება ჩემი ცოდნა მოვახმარო ამ ქალაქის კეთილდღეობას. მითUუმეტეს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქალაქის ახლადარჩეული მერი მზადყოფნას გამოხატავს თანამშრომლობისათის. მე მივესალმები ამ მზადყოფნას. მხოლოდ ასეთი ერთობით შეიძლება დაიძლიოს ის პრობლემები, რომელიც დღეს არსებობს", _ განაცხადა ჭანტურიამ.
გიგი უგულავამ მერობის დანარჩენ კანდიდატებს თანამშრომლობა შესტავაზა.
"მე მზად ვარ თითოეულ მათგანს, რა თქმა უნდა, მათი სურვილის შემთხვევაში შევხვდე და ინდივიდუალურად დაველაპარაკო ამ საკითხზე", _ განაცხადა უგულავამ.