ბულგარელი დამკვირვებლების შეფასებით, თბილისში არჩევნებმა წარმატებით ჩაიარა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ბულგარეთის საარჩევნო კომისიის წარმომადგენელმა სვეტლა დიმიტროვამ განუცხადა.
"ჩვენი დამკვირვებლები თბილისში რამდენიმე საარჩევნო უბანზე იმყოფებოდნენ და დარღვევები არ დაგვიფიქსირებია. ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს, არჩევნებს, შესაძლოა, არეულობა მოჰყოლოდა, თუმცა დავრწმუნდით, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება", - აღნიშნა დიმიტროვამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში მიმიდნარე თვითმმართველობის არჩენებზე კენჭისყრა მთელი ქვეყნის მასშტაბით 08:00 საათზე დაიწყო. კენჭისყრა ჩატარდა 3694 საარჩევნო უბანზე, რომელიც საქართველოს მასშტაბით 73 ოლქის ტერიტორიაზეა განლაგებული.