ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლებმა იორმუღანლო უსაფრთხოების მიზნით სასწრაფოდ დატოვეს. აღნიშნულ ინფორმაციას კახეთის სიანფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, იორმუღანლოს 12-ვე საარჩევნო უბნიდან ისინი უსაფრთხოების მიზნით წამოვიდნენ.
ცენტრის დამკვირვებლების განცხადებით, მათ ფიზიკური ანგარიშსწორებით საარჩევნო კომისიის წევრები და ის უცხო პირები ემუქრებოდნენ, რომლებიც საარჩევნო უბნების ეზოებში იდგნენ.