უკრაინის ხელისუფლება H1N1 ვირუსის მასშტაბურად გავრცელების გამო, მოსახლეობას დამცავი პირბადით სიარულისკენ მოუწოდებს.
საპრეზიდენტო არჩევნებამდე, ერთი კვირით ადრე მოსახლეობას ე.წ. "ღორის გრიპთან" დაკავშირებით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა იულია ტიმოშენკომ მიმართა.
მისი განმარტებით, ვირუსის გავრცელების მასშტაბები საგანგაშოა, თუმცა ხელისუფლება დაავადების წინააღმდეგ საბრძოლველად ძალღონეს არ იშურებს.
გრიპის ეპიდემიის გამო უკრაინაში სკოლები დაიხურა და აიკრძალა საჯარო შეხვედრები საარჩევნო კამპანიის ჩათვლით.
პრეზიდენტმა იუშჩენკომ, დახმარებისთვის საერთაშორისო ორგანიზაციებსაც მიმართა.