საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟის, ცოტნე გამსახურდიას ადვოკატი, დღეს სააპელაციო სასამართლოში საჩივარს შეიტანს.
დაცვის მხარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამსახურდიასთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობის შეფარდებას აპროტესტებს.
შეგახსენებთ, რომ ცოტნე გამსახურდია მეზობლის, დავით ბაჯელიძის დაჭრის გამო 27 ოქტომბერს დააკავეს. მას განზრახ მკვლელობა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება ბრალდება.
გამსახურდია, დანაშაულს არ აღიარებს და პროტესტის ნიშნად უკვე მეოთხე დღეა შიმშილობს. ის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, გლდანის მე-8 საპყრობილეში იმყოფება.