აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და ქალაქ ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი ,,ჭაობის დასახლებაში'' გზის რეაბილიტაციის სამუშაოებს გაეცნენ. რეგიონის პირველმა პირმა და ქალაქის მერმა ბაგრატიონისა და ერისთავის ქუჩებზე მიმდინარე სამუშაოები და მაიაკოვსკის ქუჩაზე, რეკონსტრუირებული სპორტული მოედანი დაათვალიერეს.
ამ დროისთვის დადიანის ქუჩიდან გოგოლის ქუჩამდე მონაკვეთში გრუნტი იცვლება და ტერიტორიის მოშანდაკება ხდება, რის შემდეგაც ქუჩა მოასფალტდება.
ერისთავისა და ბაგრატიონის ქუჩების რეაბილიტაცია 2012 წელს დაიწყო და 2016 წელს დასრულდება. 4200 მ სიგრძის გზის მონაკვეთზე მთლიანად შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები , წყლისა და კანალიზაციის სისტემები, მოეწყო სანიაღვრე არხი და წყალსადენი. სამიდან ოთხ მეტრამდე სიღრმეზე შეიცვალა გრუნტი, დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარის ორი ფენა და გაკეთდა ტროტუარი, დამონტაჟდა გარე განათების ბოძები.
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,გზა“ ასრულებს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 13 მილიონ 471 981 ათასი ლარია გამოყოფილი.