რუსეთი ბირთვული ძრავების მქონე კოსმოსური ხომალდის შექმნას აპირებს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "ინტერფაქსი" ავრცელებს. მათი ინფორმაციით, "როსკოსმოსი" ბირთვულ ძრავებზე მომუშავე კოსმოსური სატრანსპორტო სისტემის შექმნას განიხილავს.
როგორც ისინი აცხადებენ, ხომალდის შექმნასა და გამოცდაზე 17 მილიარდი რუბლი დაიხარჯება და მას 9 წელი დასჭირდება. იმ შემთხვევაში, თუ პროექტზე მუშაობა 2010 წელს დაიწყო, იგი 2018 წელს უნდა დასრულდეს.
"მსგავსი სატრანსპორტო საშუალება შეიძლება გამოიყენონ მთვარის შესასწავლად, მარსზე ექსპედიციის მოსაწყობად", _ აცხადებენ რუსეთის ფედერაციის მოდერნიზაციისა და ტექნოლოგიური განვითარების კომისიის სხდომაზე მომზადებულ დოკუმენტში, "როსკოსმოსის" ხელმძღვანელ ანატოლი პერმინოვის მოხსენებაზე დაყრდნობით.