კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში, საჯარო სკოლის მეორე კორპუსის მშენებლობა დაიწყო. მშენებლობის დასრულების შემდეგ სკოლას 6 საკლასო ოთახი და სპორტული მოედანი დაემატება.
„პირველი კორპუსი 6 საკლასო ოთახით, 2013 წლის პირველ სექტემბერს გაიხსნა. მომავალ სასწავლო წელს კი ახალი კორპუსიც დაიწყებს ფუნქციონირებას, რომელიც მოსწავლეებსა და პედაგოგიურ კოლექტივს სასწავლო და სამუშაო პირობებს სრულად გაუუმჯობესებს.
საქართველოს მთვარობა განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს მომავალი თაობის განათლებას და აშენებს კეთილმოწყობილ, თანამედროვე სკოლებს“, - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა გოჩიტაშვილმა.
სამშენებლო სამუშაოებს შპს „ბლოკ ჯორჯია“ ახორციელებს. სამუშაოების დასრულება 2017 წლის ივლისში იგეგმება, რომლისთვისაც 2 500 000 ლარი დაიხარჯება.