კასპის მუნიციპალიტეტში დამატებით 10 სოფლის გაზიფიცირების პროექტირების სამუშაოები განხორციელდება - ამის შესახებ ინფომაციას კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.
„კასპის მუნიციპალიტეტს კიდევ 10 გაზიფიცირებული სოფელი შეემატება. ეს არის განახლებული ნუსხა იმ სოფლებისა, რომელთა გაზიფიცირების პროექტირების საკითხმა მიმდინარე წლის გეგმაში გადმოინაცვლა. ამ სოფლებში პირველი ეტაპისთვის მოხდება პროექტირების სამუშაობის განხორციელება და შემდგომ განხორციელდება სამშენებლო სამუშაოები. ჯამში დაგეგმილია კასპის მუნიციპალიტეტის 18 სოფლის გაზიფიცირება“, - აცხადებენ კასპის მუნიციპალიტეტში.
მთავრობის ახალი განკარგულების შესაბამისად 2016 წელს დამატებით 10 სოფლის: მეტეხი, ზემო ჩოჩეთი, გომი, ნიაბი, ახალქალაქი, დოესი, თელიანი, ზემო ხანდაკი, იგოეთისა და მრგვალი ჭალას დაპროექტება მოხდება.