უხვმა ნალქემა,ზღვაზე შტორმული პროცესები განაპირობა,რის შედეგადაც ახალი ბულვარის სანაპირო ზოლი დაზიანდა.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ვითარებას დღეს დილიდან ადგილზე გაეცნო. რამაზ ბოლქვაძეს დეტალური ინფორმაცია სტიქიით გამოწვეული ზიანის და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორის მოადგილემ მამუკა თურმანიძემ,ბათუმის ბულვარის დირექტორმა ცისკარ გოგიტიძემ და შესაბამისი უწყების სხვა წარმომადგენლებმა მიაწოდეს.
ტერიტორიაზე უკვე დაწყებულია სანაპირო ზოლის აღდგენის სამუშაოები. ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და სამაშველო ბრიგადები. მიმდინარეობს რამდენიმე დაზიანებული განათების ბოძის ზღვიდან ამოტანის სამუშაოები.
სტიქიის ადგილზე ქალაქ ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი და სხვა ოფიციალური პირები იმყოფებოდნენ.
სანაპირო ზოლის აღდგენითი სამუშაოებს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. აღნიშნული სამუშაოებისთვის თანხები ბიუჯეტში უკვე მობილიზებულია. დაახლოებით 2 კილომეტრიანი სანაპირო ზოლის რეაბილიტაცია დაახლოებით 12 მლნ ევროთი აზიის განვითარების ბანკის მიერ დაფინანსდა.