აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ ლიტვაში წარმოებული პიარკამპანიების ფარგლებში რეგიონს კიდევ ერთი ცნობილი სახე სტუმრობს. ლიტველი დიზაინერი, ტელე-რადიო წამყვანი, მუსიკალური დიჯეი სიმონა ბანდიტა კოლეგებთან ერთად აჭარაში მოგზაურობს და თავისი რადიო გადაცემისთვის მასალებს ამზადებს. სიმონა თავის მსმენელსა და სოციალურ ქსელში ათასობით მიმდევარს ბათუმის ტურისტული ღირსშესანიშნაობების, მტირალას ეროვნული პარკის, ბოტანიკური ბაღისა და ქართული სამზარეულოს შესახებ მოიყვება და რეგიონში დასვენების შესახებ რეკომენდაციებს მიაწვდის. სიმონა ბანდიტას სოციალურ ქსელში Facebook.com 27,612 მიმდევარი ჰყავს.
წელს, ლიტვაში პიარ და მარკეტინგული კამპანიების წარმოებისას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა განსაკუთრებული აქცენტი ლიტვადან აჭარაში ცნობილი ტელე-რადიო გადაცემების გადამღები ჯგუფების, ჟურნალისტებისა და ცნობილი სახეების მოწვევაზე გააკეთა. დეპარტამენტმა მაისსა და ივლისში ლიტვაში აჭარის დღეებს გაუწია ორგანიზება, რომელიც როგორც სხვა პიარაქტივობები აჭარის ტურისტული პოტენციალის, მისი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციასა და რეგიონში ტურისტების მოზიდვას ემსახურებოდა.