დღეს, აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქ. ბათუმში სომხეთის გენერალურ კონსულს, ბატონ ეღიშე ფარგსიანს შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათი იყო.
მხარეებს შორის ყურადღება სავაჭრო-ეკონომიკის განვითარების ძირითად მიმართულებებზე და კულტურისა და ტურიზმის განვითრების საკითხებზე გამახვილდა. ელჩმა მზაობა გამოთქვა ერთობლივი კულტურული ღონისძიებების ჩატარებისთვის.
"აჭარასა და სომხეთის რესპუბლიკას შორის რეგიონულ ჭრილში სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობა უკვე წლებია არსებობს. რეგიონს პარტნიორული ურთიერთობები აქვს დაძმობილებულ ქალაქებთან, რაც მომავალში კიდევ უფრო უნდა გააქტიურდეს" - აღნიშნა მთვრობის თავმჯდომარემ.
აღსანიშნავია, რომ სომხეთი აჭარისთვის ერთ-ერთი საინტერესო ტურისტული ბაზარია, საიდანაც ვიზიტორების რაოდენობა ბოლო წლებში განსაკუთრებით გაზრდილია. აღინიშნა პირდაპირი ფრენების დანიშვნის აუცილებლობა, რაც ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას.