ხვალ, 2 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ციხის ბუნტში ბრალდებულ ქალთა სასამართლო პროცესი განახლდება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" სასამართლოში განუცხადეს, პროცესზე მოწმეთა დაკითხვა გაგრძელდება.
შეგახსენებთ, რომ ქალთა ციხის ბუნტი გაზაფხულზე მოხდა. მასში მონაწილეობა 38 მსჯავრდებულ ქალს ბრალდება.