საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ანაკლიაში ახადგახსნილი საოჯახო ტიპის სასტუმრო "თეთრი სახლი" დაათვალიერა. სასტუმროს მეპატრონის, მერაბ ჩხოლარიას განმარტებით, საოჯახო ტიპის სასტუმროს მშენებლობის სურვილი ფესტივალმა Gem Fes-მა ჩაუსახა, რომელსაც წელს 40 ათასამდე სტუმარი დაესწრება. მანვე იმედი გამოთქვა, რომ მომავალში ფესტივალი გახანგრძლივდება და ადგილობრივ მცხოვრებლებს მეტი შემოსავალი გაუჩნდებათ.
2015 წლის ზაფხულის შემდეგ, ანაკლიასა და განმუხურში 30-მდე საოჯახო სასტუმროს რეაბილიტაცია მოხდა, აშენდა 1 ახალი სასტუმრო, ასევე დაიწყო 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო-კომპლექსის მშენებლობა განმუხურში.