აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე აზერბაიჯანის გენერალურ კონსულს რაშად ისმაილოვს შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. ზურაბ პატარაძემ და რაშად ისმაილოვმა აჭარის რეგიონსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის არსებული ურთიერთობა და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივებს დაუთმეს.
აჭარის მთავრობაში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკა საქართველოს სტრატეგიული მეგობარი და აჭარისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული სამიზნე ქვეყანაა, სადაც სარეკლამო-მარკეტინგული ღონისძიებებს ყოველწლიურად ახორციელებს. აზერბაიჯანიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა მუდმუვად მზარდია.