საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა თერჯოლის მუნიციპალიტეტში ჩხარი - ზედა ალისუბნის დამაკავშირებელი, ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაასრულა. რეაბილიტირებული გზა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ მოინახულა.
პროექტი, რომლის ღირებულება 400 ათასი ლარია, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა. სარეაბილიტაციო მონაკვეთი სიგრძე 1,2 კმ -ია. გზა რომელიც 30 წელზე მეტია არ შეკეთებულა, მწყობრიდან იყო გამოსული. პროექტის ფარგლებში დაიგო ორი ფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარი, მოეწყო წყალგამტარი ქსელი, რკინა-ბეტონის ღარები და გრუნტის არხები. პროექტის ფარგლებში 50 ადამიანი დასაქმდა.