საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრატსრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, გიორგი სეთურიძემ თიანეთი_ზარიძეები_ჟინვალის გზის 12 კილომეტრიანი მონაკვეთის სამშენებლო სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაათვალიერა.
თიანეთი-ზარიძეები-ჟინვალის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის სამშენებლო-სარეაბილიტაციო მონაკევთი თიანეთისა და დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებზე (ზარიძეები, ზემო ბუჭვინტა, ვერხველი, ზემო შარახევი, ზენამხარი, იარაჯულები, ივლიანთგორი, ლახატო, საკრეჭიო, ქვემო შარახევი, ხოფცა, ჯოჯეთი, ფუძნარი და ბოდავი) გადის. გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ასფალტ-ბეტონის საფარი ფრაგმენტულად იყო შემორჩენილი, წყლის აცილების სისტემა კი მწყობრიდან გამოსული.
პროექტი ითვალისწინებს: ასფალტ-ბეტონის საფარის დაგებას, ხელოვნური ნაგებობების, 2 სახიდე გადასასვლელის, რკინა-ბეტონის მილების, კიუვეტების, საყრდენი კედლების და გაბიონების მოწყობას. ასევე, მოეწყობა ადგილობრივ გზებთან მიერთებები, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები, ავტომობილების გასაჩერებელი მოედნები, საგზაო ნიშნები. გზა მოინიშნება და შემოიფარგლება ლითონის ბაგირით.
პროექტი სახლმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 22 მილიონ 408 ათას 691 ლარია. სამუშაოები 2014 წლის მაისში დაიწყო და 2016 წლის ბოლოს დასრულდება.