ზესტაფონში, ბაზრობაზე ხანძრის შედეგად გამოწვეული ზარალის დათვლა დღეიდან დაიწყება.
ზესტაფონის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით მაღრაძის ინფორმაციით, ზარალი შესაძლოა, იმდენად დიდი იყოს, რომ ადგილობრივ ბიუჯეტს ანაზღაურება გაუჭირდეს და ცენტრალური ხელისუფლების დახმარება გახდება საჭირო.
ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ დაზარალებულებიც.
ზესტაფონში ე.წ. „შავი ბაზარი“ ხანძრის შედეგად თითქმის მთლიანად განადგურდა.
თვითმხილველების თქმით, თავდაპირველად ცეცხლი ტანსაცმლის მაღაზიებს გაუჩნდა, მოგვინანებით კი მთელ ტერიტორიაზე გავრცელდა.
არსებობდა აფეთქების სადრთხეც, რადგან ზოგიერთ მაღაზიაში საღებავები და სხვა სახის ქიმიური ნივთიერება იყო განთავსებული. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ–ჯერობით უცნობია.