ბულგარეთი საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერას კიდევ ერთხელ უცხადებს.
აღნიშნული საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძესთან შეხვედრაზე საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციის ხელმძღვანელმა იური შტრეკმა დააფიქსირა.
შეხვედრისას მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მნიშვნელობას.