ლაგოდეხის რაიონის სოფელ ცოდნისკარში ხიდის ჩანგრევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა, როდესაც მებაღეებს მიკროავტობუსით საზამთრო მიჰქონდათ. თვითმხილველების ინფორმაციით, ამორტიზებულმა ხიდმა სიმძიმეს ვერ გაუძლო და ჩატყდა, რის შედეგადაც სატრანსპორტო საშუალება 5 მეტრიდან ხევში ჩავარდა. დაშავებულები ლაგდეხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.