გერმანელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს ძლიერი ანტიბიოტიკი, რომელიც მთელი ხნის განმავლობაში ცხვირწინ, უფრო სწორად ცხვირში იყო. ადამიანის ცხვირის მოკროფლორაში მეცნიერებმა გამოყვეს შენაერთი - ლუგდუნინი, რომელსაც მოქმედების ფართო სპექტრი აქვს.
Nature-ს ინფორმაციით, ტიუბინგენის უნივერსიტეტის მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ბაქტერია Staphylococcus lugdunensis შტამი IVK28 ახშობს ოქროსფერი სტაფილოკოკის (Staphylococcus aureus) ზრდას.
შესაბამისი ეფექტი მიიღწევა რკინის დეფიციტისა და მყარად ნოყიერ გარემოში IVK28 ბაქტერიების მიერ ძლიერი ანტიბიოტიკის წარმოქმნით. იგი ზემოქმედებს სხვა ბაქტერიებზეც.
ქიმიური სტრუქტურის მიხედვით ლუგდუნინი წარმოადგენს ციკლურ პეპტიდს ხუთი ამინომჟავისგან (D-ვალინი, L- ტრიპტოფანი, D-ლეიცინი, L-ვალინი და D-ვალინი). ეს მეცნიერებისთვის ცნობილი პირველი ასეთი სტრუქტურაა, რომელსაც ბაქტერიული ეფექტი აქვს.
მეცნიერები აცხადებენ, რომ ლუგდინინის დანერგვისთვის პრაქტიკაში უნდა გამოიცადოს დაზუსტდეს მისი ეფექტურობა და ტოქსიკურობა კლინიკის წინა და კლინიკურ პერიოდში.