საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი, გიორგი შუხოშვილი, ქვემო ქართლში, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელს, მერაბ თოფჩიშვილს შეხვდა.
შეხვედრაზე განხილული იყო ქვემო ქართლში ახალი, რეგიონული ნაგავსაყრელის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებული დეტალები.
შეგახსენებთ, რომ ქვემო ქართლის ნარჩენების მართვის პროექტი გულისხმობს მყარი ნარჩენების მართვის გარემოსა და და ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო ინტეგრირებული სისტემის განვითარების ხელშეწყობას ქვემო ქართლის რეგიონში. პროექტის მიზანია ქვემო ქართლის ახალი რეგიონული სანიტარული ნაგავსაყრელის მშენებლობა. ახალი ნაგავსაურელი მოემსახურება ქვემო ქართლის 5 მუნიციპალიტეტს (წალკა, დმანისი, თეთრიწყარო, მარნეული, ბოლნისი). პროექტის ფარგლებში ასევე მოხდება აღნიშნული მუნიციპალიტეტების აღჭურვა აუცილებელი ტექნიკური საშუალებებით.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პროექტის განმახორციელებელი კონსულტანტი კომპანიისა (HPC) და დაინტერესებული მხარეების ჩართულობისა და მუნიციპალიტეტების მხარდაჭერის პროგრამის კონსულტანტი კომპანიის (SAURECA) წარმომადგენლები.