ქობულეთში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ორგანიზებითა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, ცენტრალური ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტების ფინანსური ურთიერთობის რეგულირების საკითხებზე იმსჯელეს.
ღონისძიებას, რომელსაც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი უძღვებოდა, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან ერთად დარგობრივი სამინისტროების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
შეხვედრის მთავარი თემა, მუნიციპალიტეტებისთვის დელეგირებული უფლებამოსილებების დაფინანსების წესის განსაზღვრა იყო, რომლის სატესტო სამუშაო ვერსიაც სხვადასხვა უწყებებთან ერთად პირველივე შეხვედრაზე ჩამოყალიბდა.