სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ მუშაობს დასავლეთ საქართველოში მომხდარი სტიქიის სხვადასხვა ზონაში. კომპანიის სპეციალური ტექნიკა ჩოხატაურის, სენაკისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში მდინარის კალაპოტში დაბრუნების სამუშაოებს ახორციელებს.
მარტვილის მუნიციპალიტეტში კომპანიამ შიდა საავტომობილო გზების აღდგენითი სამუშაოები განახორციელა. სტიქიის სალიკვიდაციო მიმდინარე და დასრულებულ სამუშაოებს ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად კომპანიის გენერალური დირექტორი ლევან დვალი გაეცნო. 2015 წელს ვანის, ხობისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში კომპანიის მიერ ჩატარებულმა ციხე-სულორის, ჭალადიდის და ქობულეთის დამშრობი სისტემების რეაბილიტაციამ ხელი შეუწყო სტიქიის პრევენციას აღნიშნული სისტემების სამოქმედო არეალში.
2012 წლიდან დღემდე საქართველოს მასშტაბით განხორციელდა სამელიორაციო სისტემების 130-ზე მეტი სარეაბილიტაციო პროექტი, მათ შორის 42 სარეაბილიტაციო პროექტი დასავლეთ საქართველოში ჩატარდა. სამეგრელოს, გურიის, იმერეთის რეგიონებსა და აჭარაში რეაბილიტაციის ფარგლებში აღდგა 637 კმ სამელიორაციო არხი. შედეგად დრენირებული მიწის ფართობი აღნიშნულ რეგიონებში 2012 წლიდან დღემდე 14 000 ჰექტრიდან 24 750 ჰექტრამდეა გაზრდილი.
სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ადგილობრივ ხელისუფლებასთან კოორდინაციაში დასავლეთ საქართველოს ხვადასხვა ლოკაციაზე უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს.