ცენტრალური საარჩევნო კომისია 2016 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის მედია ორგანიზაციების აკრედიტაციას აგრძელებს. აკრედიტაცია აუცილებელია, იმისათვის, რომ მედია წარმომადგენლებს ყველა დონის საარჩევნო კომისიების სხდომებზე (ცესკო, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიები) დასწრებისა და კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობებში ყოფნის უფლება მიენიჭოთ (საქართველოს საარჩევნო კოდექსი, მუხლი 44).
მედიის აკრედიტაციას, რომელსაც რამდენიმე საარჩევნო ოლქში სურს მუშაობა ცესკოს მდივანი ან შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი ახორციელებს, ხოლო მედიის აკრედიტაციას, რომელსაც ერთ საარჩევნო ოლქში სურს მუშაობა - შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი.
აკრედიტაციაზე განცხადებით მიმართვის ბოლო ვადა მიმდინარე წლის 5 ოქტომბერია (18:00 სთ-მდე).
აკრედიტაციის გავლის მიზნით საარჩევნო ადმინისტრაციაში უნდა წარმოადგინოთ:
1.ოფიციალური განცხადება აკრედიტაციის მოთხოვნის შესახებ (შესაბამისი საარჩევნო კომისიის მდივნის სახელზე; უშუალოდ ცესკოში საბუთების წარმოდგენისას კი ცესკოს მდივნის - გიორგი ჯავახიშვილის სახელზე). განცხადებაში აღნიშნული უნდა იყოს იმ ჟურნალისტების სია, რომლებიც 2016 წლის პარლამენტის არჩევნებს გააშუქებენ.
2.იმ ჟურნალისტების პირადობის მოწმობების ასლები, რომლებიც განცხადებაში არიან აღნიშნული.
ოფიციალური დოკუმენტაციის წარმოდგენა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შეგიძლიათ ელექტრონულ ფოსტაზე: Media@cec.gov.ge.
დეტალურად მედიის აკრედიტაციის წესების და მათი უფლებების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: http://cesko.ge/geo/static/1668/media.
დამატებითი ინფორმაციის საჭიროების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
5 77 97 96 00 - საკონტაქტო პირი ეკა ფერაძე