ძლიერი წვიმის შედეგად აჭრაში ქობულეთის რაიონის სოფელ აჭყვისთავში მეწყერი ჩამოწვა. ჩამოწოლილმა მიწის მასამ ერთი მაქანა მოიყოლა. ავტომობილში არავინ იმყოფებოდა. რთული მეტეოროლოგიური პირობებისა და მეწყერსაშიშროების გამო, ამ დროისთვის ორი ოჯახი გახიზნულია. ისინი თავს მეზობლებთან აფარებენ. მიწის მასის ჩამოშლის შედეგად ჩაიკეტა შიდა სასოფლო გზა.
ადგილზე იმყოფებოდნენ გეოლოგები, რომლებიც ტერიტორიას სწავლობენ, შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა ქობულეთის რაიონის გამგებელიც. მოსახლეობა შიშობს, რომ მეწყერი კვლავ განვითარდება. ისინი ხელისუფლებისგან დახმარებას სთხოვენ.