სამეგრელოს რეგიონში სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურა მაქსიმალურად მოკლე ვადებში აღდგება,- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სამეგრელოს რეგიონის სტიქიის ზომაში ყოფნისას და რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულ ლევან შონიას შესაბამისი დავალებები მისცა.
კვირიკაშვილი სოფელ თამაკონში იმყოფებოდა, სადაც, ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარემ ხიდი წაიღო.
პრემიერმა შესაბამის სამსახურებს დაავალა, საჭიროების შემთხვევაში, გამარტივებულ შესყიდვას მიმართონ, რათა მოსახლეობას გზა მალე აღუდგეს.
"ძალიან დიდი ზარალია. შექმნილია სპეციალური კომისია, რომელმაც ზარალის დათვლა უკვე დაიწყო. რაც მთავარია, აღდგენითი სამუშაოები უკვე დაწყებულია. ხვალიდან შემოვა შესაბამისი ტექნიკა და მაქსიმალურად დავახმართ დამატებით, გამარტივებუად შევისყიდით ყველა ამ სამუშაოს და ლოდინი საჭირო არ იქნება", - განაცხადა პრემიერმა.