საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სტიქიის შემდეგ ვანში არსებულ ვითარებას ეცნობა.
სოფელ სულორში სტიქიის შედეგად 50-მდე ოჯახი გარესამყაროს არის მოწყვეტილი. გიორგი კვირიკაშვილი სოფლის მოსახლეობას გაესაუბრა და მათ დახმარებას დაპირდა.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრმა, სტიქის გამო, დღეს დაგეგმილი ღონისძიებები გადადო.
გიორგი კვირიკაშვილი სტიქიის შემდეგ არსებულ ვითარებას სამეგრელოს რეგიონშიც გაეცნობა.
სტიქიის შედეგად დაზარალებულ რაიონებში მთვარობის წევრებიც იმყოფებიან.