აჭარაში სტიქიით მიყენებული ზიანის აღმოფხვრის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. ბათუმსა და ყველა სტიქიით დაზარალებულ მუნიციპალიტეტში მობილიზებული არიან შესაბამისი სამსახურები, რომლებიც სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის პროცესში კოორდინირებულად და ოპერატიულად არიან ჩართული.
აჭარის მტავრობის ინფორმაციით, 8 ივლისს ძლიერი წვიმის გამო ბათუმსა და აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში წყალმოვარდნები და მეწყერულ შემთხვევები განვითარდა. წვიმამ განსაკუთრებით დააზარალა ბათუმის ქუჩები, დაიტბორა ე.წ ჭაობის დასახლება. შექმნილი ვითარებისგამო, ქალაქ ბათუმის მერიაში საგანგებო თათბირი რამდენჯერმე გაიმართა.
ყველა პრობლემურ ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო და მერიის სამსახურების საგანგებო ბრიგადები. ამდროისთვის ქალაქში სტაბილური მდგომარეობაა. დასუფთავების სამსახურის მობილური ჯგუფები მთელი ქალაქისმასშტაბით ახორციელებენ მონიტორინგს. მიმდინარეობს ქუჩებისა და სანიაღვრე არხების გაწმენდა ნარჩენებისაგან.საგანგებო რეჟიმში მუშაობენ შპს ,,ბათუმის წყლის" ბრიგადები. რჩება რამდენიმე პრობლემური ადგილი, სადაცმიმდინარეობს ამოტუმბვითი სამუშაოები. დაიტბორა ძირითადად ის უბნები, რომელთა რეაბილიტაციაც ახლა მიმდინარეობს და სადაც წლების განმავლობაში არ არსებობდა სანიაღვრე და საკანალიზაციო არხები.
უხვი ნალექის გამო დღეს რამდენიმე საათის განმავლობაში პარალიზებული იყო მოძრაობა ბათუმი-ქობულეთისსაავტომობილო გზაზე. ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბთან მეწყერი ჩამოწვა. მახინჯაურში საავტომობილო მოძრაობააღდგენილია.
ხელვაჩაურსა და ქობულეთში სტიქიით მიყენებული ზარალი შედარებით მცირეა. ყველაზე ძლიერი მეწყრული და სტიქიური პროცესები ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტებში დაფიქსირდა. ადიდებულმა მდინარემ წაიღო ცხემვანას ხიდი ხულოში, ასევე დროებით აღდგენილი ხიდი შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ უჩამბაში. უჩამბის ხიდის მიღმა მცხოვრები 320 ოჯახი დროებით ალტერნატიული გზით ისარგებლებს. მნიშვნელოვნად დაზიანდა შიდასასოფლო გზები ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტში. ხელმეორედ გააქტიურებული მეწყრული შემთხვევებით მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისიები ითვლიან.
ქედის მუნიციპალიტეტში უამინდობას მნიშვნელოვანი პრობლემები არ შეუქმნია. დილიდან მიმდინარეობს პრევენციული ღონისძიებების გატარება სხვადასხვა მიმართულებით. მუნიციპალიტეტში მობილიზებულია მობილური ჯგუფები დაოპერატიულად ხდება შეტყობინებებზე რეაგირება. სოფელ ჯალაბაშვილებში ტარიელ მანველიძის საცხოვრებელ სახლთანგანვითარდა მეწყერი, რომელმაც საავტომობილო გზა ჩაკეტა. ადგილზე სპეციალურმა ტექნიკამ გაწმენდითი სამუშაოები ჩაატარა. მალევე მოხდა დაზიანებების აღმოფხვრა 3 ადმინისტრაციულ ერთეულში და ამ დროისთვის შეუზღდავად მიეწოდება ელექტროენერგია ქედის მთლიან მუნიციპალიტეტს.
ყველა მუნიციპალიტეტში შექმნილია სტიქიით მიყენებული ზარალის აღმწერი საგანგებო კომისიები.