ე. წ. სამხრეთ ოსეთის ელჩს რუსეთში, დიმიტრი მედოევს, საფრანგეთმა ვიზა არ მისცა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სააგენტო "რეგნუმი" ავრცელებს. მათი ინფორმაციით, მედოევი პარიზის გავლით ბრიუსელში ჩასვლას გეგმავდა, სადაც ოსური სათვისტომოების საერთაშორისო ასოციაციის დამფუძნებელ სხდომას უნდა დასწრებოდა.
ბრიუსელში რუსეთის ფედერაციისა და რამდენიმე ქვეყნის ოსური არასამთავრობო ორგანიზაციების დამფუძნებელი სხდომა გაიხსნა. სხდომის მონაწილენი ოსური სათვისტომოების ასოციასიის, "აღორძინების", შექმნის შესახებ განცხადების გაკეთებას გეგმავენ.