ბათუმში მოსული უხვი ნალექის გამო, შპს „ბათუმის წყალი“ საგანგებო რეჟიმში მუშაობს. ბათუმის მერიის განცხადებით, უკვე განხორციელდა ზღვაში გამსვლელი არხების გაწმენდა.
„ამჟამად არხები გახსნილია, ზღვაზე შტორმი არაა და შეუფერხებლად ხდება წყლის მიღება. უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ქუჩებში არსებული სანიაღვრე ჭების ცხაურების გაწმენდა. მიუხედავად ამისა, ძლიერი წვიმის გამო დაიტბორა შაფათავას, სულაბერიძის, სააკაძის, ტაბიძის, მაქაცარიას, სააკაძის, ს. ხიმშიაშვილის, ლერმონტოვის, ბაგრატიონის ქუჩების მცირე მონაკვეთები. თითოეულ შემთხვევაზე განხორციელდა სწრაფი რეაგირება, პრობლემურ მონაკვეთებზე მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვის სამუშაოები.
საჭიროების შემთხვევაში მოგვმართეთ ცხელ ხაზის ნომრებზე: 27 26 06; 24 22 22“, - აღნიშნულია ბათუმის მერიის განცხადებაში.