დღეს საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალების კუთვნილი საავარიო სამაშველო ხომალდი შემოვა. დახვედრის ცერემონია ფოთის ნავსადგურში გაიმართება.
ხომალდის ვიზიტის მიზანს სანაპირო დაცვის პირადი შემადგენლობის მომზადება წარმოადგენს. სწავლება მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა მყვინთავთა მზადება, წყალქვეშა სამაშველო ოპერაციების დაგეგმვა-ჩატარება და ამ სფეროში გამოცდილების გაზიარება.
ვიზიტის ფარგლებში სხვადასხვა სახის კულტურული და სპორტული ღონისძიებაა დაგეგმილი. საავარიო-სამაშველო ხომალდი საქართველოს საზღვაო სივრცეს 9 ივნისს დატოვებს.