აჭარა სტიქიამ 3 მლნ ლარით აზარალა.
სტიქიით მიყენებული ზარალის დათვლა დღეს დასრულდა. ანგარიში აჭარის მთავრობის წევრებმა დღევანდელ სხდომაზე მოისმინეს. სტიქიის შედეგად, ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტები დაზარალდა. სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანი საავტომობილო გზების, ხიდებისა და მდინარეთა კალაპოტების კუთხით აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი რომანაძემაც შეაჯამა
„ჩვენ შევისწავლეთ ზარალის მოცულობა. მთავრობის წევრებს დავავალე, რომ უმოკლეს დროში მოხდეს ზარალის კომპენსირებაზე გადაწყვეტილების მიღება. მარტო ადგილობრივ ინფრასტრუქტურაზე მიყენებული ზიანი მილიონ 170 ათას ლარს შეადგენს, რასაც ჩვენი ძალებით ვერ დავფარავთ . ნაწილი თანხებისა, რაც დახმარებების სახით უნდა გაიცეს, არის დაახლოებით 200 000 ლარი, და მისი გამოყოფა მოხდება აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, დანარჩენზე კი მივმართავთ პრემიერს და ინფრასტრუქტურის სამინისტროს“- განმაცხადა არჩილ ხაბაძემ.
5 ივლის აჭარის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა, რომელზეც 14 საკითხი განიხილეს.