5 ივლის აჭარის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა, რომელზეც 14 საკითხი განიხილეს.
დღევანდელ სხდომაზე აჭარის მუნიციპალიტეტების გამგებლებმა მთავრობის წევრებს გასულ კვირას სტიქიით მიყენებული ზარალის შესახებ ანგარიში წარმოადგინეს. ზარალის დათვლა დღეს დასრულდა. სტიქიის შედეგად მიყენებული სხვადასხვა სახის დაზიანებების შედეგად ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტებში ზარალმა 3 მ ილიონ ლარს მიაღწია. სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანი საავტომობილო გზების, ხიდებისა და მდინარეთა კალაპოტების კუთხით აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი რომანაძემაც შეაჯამა
„ჩვენ შევისწავლეთ ზარალის მოცულობა. მთავრობის წევრებს დავავალე, რომ უმოკლეს დროში მოხდეს ზარალის კომპენსირებაზე გადაწყვეტილების მიღება. მარტო ადგილობრივ ინფრასტრუქტურაზე მიყენებული ზიანი მილიონ 170 ათას ლარს შეადგენს, რასაც ჩვენი ძალებით ვერ დავფარავთ . ნაწილი თანხებისა, რაც დახმარებების სახით უნდა გაიცეს, არის დაახლოებით 200 000 ლარი, და მისი გამოყოფა მოხდება აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, დანარჩენზე კი მივმართავთ პრემიერს და ინფრასტრუქტურის სამინისტროს“- განმაცხადა არჩილ ხაბაძემ.
დღევანდელ სხდომაზე აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა დავით ბალაძემ საინვესტიციო საქმიანობის ხელშესაწყობად კომპანიების: „სისთემ ინშაათის“, „Boat Spain SL“ და „ეიერ მერიდიან“-ის მიმართ რიგი ღონისძიებების გატარების შესახებ ისაუბრა. ასევე გამოტანილი იქნა საკითხი სს „საქართველოს ბანკისა“ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას შორის ქ. ბათუმში არასათანადო-არასტანდარტული საცხოვრისის ლიკვიდაციის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში გასაფორმებელი შეთანხმების პროექტის მოწონებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ.
სხდომაზე ასევე საუბარი შეეხო აჭარის მუნიციპალიტეტებში ქონების გადასახის უპრეცედენტო ზრდას. 2016 წლის მონაცემებით 29 135 000 ლარია. აჭარის ფინანსტა და ეკონომიკის მინისტრის დავით ბალაძის განცხადებით „რეგიონის შემოსავლების მაჩვენებელი არის ძალიან კარგი. დაგეგმილი 5 თვის საშემოსავლო მაჩვენებელი გადაჭარბებულია 16 მილიონი ლარით, ესაა იმის ინდიკატორი, რომ რეგიონში არის კარგი საინვესტიციო და ბიზნეს გარემო. გარდა სტატისტიკის ბიუროს მიერ გაჟღერებული ციფრებისა, ამას ადასტურებს ისიც, რომ რეგიონი არის აქტიური დასაქმების, ბიზნესის აქტივობისა და გამოშვებული პროდუქციის მიმართულებით.“
განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა გიორგი თავამაიშვილმა ისაუბრა აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ შესყიდვების გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით განხორციელების შესახებ.