საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ თენგიზ შერგელაშვილმა, იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულ–გუბერნატორთან გივი ჭიჭინაძესთან ერთად სამტრედიის მუნიციპალიტეტში ორი სოფლის დამაკავშირებელი , განახლებული ხიდი გახსნა.
ხიდი სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფლებს, ტოლებსა და ბუღნარას აკავშირებს. ძველი ხიდი 2014 წელს წყალდიდობისას დაზიანდა. განახლებული ხიდით კი ორი სოფლის 900- მდე მოსახლე ისარგებლებს. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ხიდი უმოკლესი დამაკავშირებელია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტთანაც.
პროექტი საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით განხორციელდა და მისი ღირებულება 820 000 ლარია.