დღეს დილით, რუსმა ოკუპანტებმა გალის რაიონიდან ორი ადგილობრივი მცხოვრები გაიტაცეს.
გატაცება სოფელ თაგილონში მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ავთანდილ თორია და ლევან შარია რუსმა ოკუპანტებმა მაშინ დააკავეს, როდესაც ისინი ზუგდიდის მიმართულებით შემოვლითი გზით გადაადგილდებოდნენ.
რუსმა ოკუპანტებმა მათ ტვირთი წაართვეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.
თორიასა და შარიას ზუგდიდში გასაყიდად თხილი გადაჰქონდათ