აჭარის მთავრობის დელეგაცია არჩილ ხაბაძის ხელმძღვანელობით ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. არჩილ ხაბაძემ შეხვედრა გამართა ნახიჩევანის უმაღლესი მეჯლისის თავმჯდომარესთან ვასილ თალიბოვთან. „ორ ავტონომიურ რესპუბლიკას შორის თანამშრომლობას საფუძველი 2012 წელს ჩაეყარა და დღემდე წარმატებით გრძელდება, ორივე მხარის ძალისხმევით ეს ურთიერთობები ყოველწლიურად ღრმავდება და ფართოვდება" -აღნიშნა ვასილ თალიბოვმა.
უმაღლესი მეჯლისის თავმჯდომარემ ისაუბრა აჭარასთან თანამშრომლობის ფორმატზე, რომელიც სავაჭრო-ეკონომიკურ, ჯანმრთელობისა და განათლების სფეროებს მოიცავს. „აღსანიშნავია თანამშრომლობა ორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას- ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ნახიჩევანის სახელმწიფო უნივერსისტეტს შორის.წელსაც გავაგრძელებთ ინიციატივას ქართველი და აზერბაიჯანელი შშმ ბავშვების მკურნალობას გამაჯანსარებელ სარეაბილიტაციო ცენტრებში. იგეგმება ტრანსპორტის კუთხით თანამშრომლობის გაღრმავება. ამის დასტურია ბათუმში გახსნილი საავტობუსო მარშუტი-ახალი ნახიჩევანი.ყოველივე ეს განაპირობებს მჭიდრო კავშირს ორ ავტონომიას შორის".
დადებითად შეაფასა აჭარასა და ნახიჩევანს შორის თანამშრომლობა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ. არჩილ ხაბაძემ აღნიშნა, რომ ეკონომიკური, სავაჭრო, განათლების, ჯანდაცვის და სატრანსპორტო სექტორებში ურთიერთანამშრომლობას უდიდესი პოტენციალი გააჩნია და ამ მიმართულებით მუშაობას მომავალშიც გააგრძელებენ. შევედრაზე მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის ძირითადი საკითხები განიხილეს, ხაზი გაუსვეს ორ ავტონომიას შორის თანამშრომლობის გაფართოების მნიშვნელობას. შეხვედრას აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ნუგზარ ფუტკარაძე და აზერბაიჯანის რეპუბლიკის გენერალური კონსული ბათუმში რაშად ისმაილოვი ესწრებოდნენ. აჭარის მთავრობის დელეგაციის ვიზიტის შესახებ ნახიჩევანის უმაღლესი მეჯლისის პრეს-სამსახური AzerTac-ი იუწყება.