საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ, ასპინძის მუნიციპალიტეტში, რაგბის სტადიონთან მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
ასპინძაში რაგბის სტადიონამდე მისასვლელი, გრუნტის საფარიანი გზის სიგრძე 2 კმ-ზე მეტია. გზა წვიმიან ამინდში ტალახდება და გადაადგილების პრობლემებს უქმნის როგორც ფეხით მოსიარულეებს, ისე ავტომობილებს.
პროექტის ფარგლებში, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, მოეწყობა ხელოვნური ნაგებობები, სანიაღვრე არხები და გატარდება უსაფრთხოების საჭირო ზომები. ობიექტზე 30 - მდე ადამიანია დასაქმებული და სამუშაოები სრული დატვირთვით მიმდინარეობს.
2016 წლის შემოდგომიდან მოსახლეობა, ნებისმიერ ამინდში, დაუბრკოლებლად შეძლებს გადაადგილებას აღნიშნულ გზაზე. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი ღირებულება მილიონ ლარზე მეტია.