ქობულეთში, გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებას, რომელსაც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი უძღვებოდა, დასავლეთ საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები - მერები და გამგებლები ესწრებოდნენ.
შეხვედრის მთავარი თემა, მუნიციპალიტეტების ეფექტიანი მუშაობის უზრუნველყოფის მიზნით, რეგიონული განვითარების სტრატეგიების სამოქმედო გეგმების განახლება გახლდათ. შეხვედრს მონაწილეებმა, ასევე, მუნიციპალიტეტებისათვის საშუალოვადიანი განვითარები დოკუმენტების შემუშავებაზეც იმსჯელეს, რომელიც პირველ რიგში მუნიციპლიტეტების ფინანსური დამოუკიდებლობის გაზრდას ითვალისწინებს.