10 ივნისს, 12 საათზე, ქ. ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმში (ქ. ფოთი, 26 მაისი ქ. №9) გაიმართება ცნობადობის ამაღლების სემინარი სტანდარტებისა და მეტროლოგიის შესახებ. მასში მონაწილეობას მიიღებს ფოთში მოქმედი მეწარმეები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, უცხოელი ექსპერტები და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები.
საქართველოს რეგიონებში ცნობადობის ამაღლების სემინარების ციკლი სტანდარტებისა და მეტროლოგიის შესახებ ევროკავშირის პროქტის ეგიდით ადგილობრივი მეწარმეებისთვის იმართება.