„აწარმოე საქართველოში“ პროექტის ფარგლებში შპს ,,DAR KAPITAL“-მა 4 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ინვესტიცია განახორციელა. ახალი ქარხანა წყლისა და კანალიზაციის მილების, შეკიდული ჭერის, მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების, პროფილების წარმოებას განახორციელებს. ამ დროისთვის ქარხანაში 100 მოქალაქეა დასაქმებული. კომპანიის განცხადებით დაგეგემილია ინვესტიციის ზრდა და წარმოების გაფართოება. საწარმოს გახსნას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი, აჭარის მთავრობის თავმჯდორმარე არჩილ ხაბაძე და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე დაესწრნენ