ბათუმის ბულვარში მობილური ამბულატორია ამოქმედდა. 10-დან 22 საათამდე სამედიცინო პერსონალი დამსვენებელს უფასოდ მოემსახურება.
პირველად დახმარებასთან ერთად, ადგილზე შესაძლებელია სხვადასხვა სახის გამოკვლევის ჩატარებაც. მსურველებისთვის უფასოა სკრინინგი C ჰეპატიტზე.
ამბულატორია დღეს ჯანდაცვის მინისტრმა მოინახულა. დავით სერგეენკოს განცხადებით, მომავალი წლისთვის მობილური ლაბორატორიების გახსნა სხვა ტურისტულ ზონებშიც იგეგმება.