ბათუმში, საზაფხულო თეატრში, შვედეთის გარემოს დაცვის დღეებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიხსნა.ღონისძიებას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, შვედეთის ელჩი საქართველოსადა სომხეთში ქ-ნი მარტინა ქვიქი, ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი, მთავრობის და დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.
აჭარის მტავრობის ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში საზაფხულო თეატრის ფოიეში მოეწყო გამოფენა თემაზე ,,კლიმატის ცვლილებებისპირისპირ". შვედმა და ქართველმა კარიკატურისტებმა კლიმატის ცვლილების შესახებ ნამუშევრებიწარმოადგინეს.
„ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანი და სასიხარულო ფაქტია, რომ დღეს ბათუმში, ,,გარემო ევროპისათვის''მინისტერიალის პარალელურად, შვედეთის გარემოს დაცვისადმი მიძღვნილ დღეებს ვესწრებით. მიხარია, რომბათუმი მასპინძლობს გამოფენას, რომელმაც მსოფლიოს 23 ქვეყანა მოიარა და შვედ მხატვარ-კარიკატურისტებთან ერთად მასში ქართველი ხელოვანებიც მონაწილეობენ. მსგავსი პროექტებისგანხორციელება დადებითი გამოცდილებაა გარემოს დაცვის მიზნით ცნობიერების ამაღლებისა დაპოპულარიზაციის საქმეში.
აჭარის რეგიონი გარემოს გაუმჯობესების მიზნით სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერითჩართულია არაერთ მნიშვნელოვან პროექტში. ჩვენი მთავრობის პირობებში განსაკუთრებული ყურადრებადაეთმო აჭარის ბუნებრივი ეკოსისტემების მდგომარეობის განხილვას, კლიმატის მიმდინარე ცვლილებებისმათზე ზემოქმედების დადგენას და უახლოეს ათწლეულებში კლიმატის მოსალოდნელი ცვლილებებისსავარაუდო გავლენის შეფასებას. ამ მიზნით შემუშავებულია აჭარის კლიმატის ცვლილებების სტრატეგია,რომელიც უკვე იქცა მთავარ სახელმძღვანელოდ რეგიონში გარემოს დაცვის მიზნით პროგრამების შემუშავებისადა განხორციელების საქმეში» -აღნიშნა არჩილ ხაბაძემ.
სამდღიანი პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ვორქშოფები, სემინარები და აქტივობებიახალგაზრდებისთვის. ხვალ, 8 ივნისს ბათუმის სანდასუფთავების სამსახურთან ერთად მოეწყობა აქცია,,დავასუფთაოთ საქართველო". 9 ივნისს კი შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინმდებარე მოედანზე ამავე სახელწოდების ფლეშ მობი გაიმართება.
საქართველოში შვედეთის გარემოს დაცვის დღეები შვედეთის საელჩოს, გარემოს და ბუნებრივი რესურსებისდაცვის სამინისტროს, ბათუმის მერიის, შვედური ინსტიტუტისა და შოთა რუსთაველის სახელობისუნივერსიტეტის ორგანიზებით ხორციელდება.